Quantcast
Channel: აშშ – MLS –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 519

პიცაზე შეყვარებული განელი ფეხბურთელი

$
0
0
Dominic Oduro

ამერიკული „კოლამბუს ქრიუს“ განელი თავდამსხმელი დომინიკ ოდურო პიცის დიდი მოყვარული ვინმე გახლავთ. შარშან „ჩიკაგო ფაირის“ კარში გატანილი გოლის აღნიშვნა ოდურომ ორიგინალურად გადაწყვიტა, მოედანთან მდგარ კლუბის წარმომადგენელს პიცა გამოართვა, გემო გაუგო და დარჩენილი ნაწილი ტრიბუნაზე ქომაგს გადააწოდა.

ოდურომ გუშინ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი, როდესაც სოციალურ ქსელში ახალი ვარცხნილობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. თან ასეთი წარწერა დაურთო:

„ყველამ იცით, რომ ჩემი პიცისადმი სიყვარული ეჭვგარეშეა. რატომაც არ უნდა მქონდეს თავზე პიცის ნაჭერი?!“

ბექა დოგრაშვილი


Viewing all articles
Browse latest Browse all 519

Trending Articles