
ინგლისში გატარებული ბევრი წლის შემდეგ, ტიერი ანრიმ ჯერ “ბარსელონას” მიაშურა, შემდეგ კი სათამაშოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.
“ნიუ იორკ რედ ბულზის” ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთ ამერიკულ სატელევიზიო შოუში ჰყავდათ მიწვეული, სადაც მან ამერიკული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.
“ამერიკელებო, მე არ მესმის რატომ უწოდებთ ამერიკულ ფეხბურთს ფეხბურთს. თქვენ ხომ მისი თამაშისას ფეხს არ იყენებთ”, – ამბობს ანრი.