Quantcast
Channel: აშშ – MLS –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 519

როგორ მიდის ფეხბურთიდან ისტორიაში საუკეთესო ამერიკელი მოთამაშე

$
0
0
Landon Donovan

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი? დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: ითამაშე იქამდე, სანამ ფეხბურთი სიამოვნებას მოგცემს. როდესაც იგი მოგბეზრდება, მას თავი დაანებე“. ლენდონ დონოვანმა ცოტა ხნის წინ აშშ-ს ნაკრებში თამაში დაასრულა, ხოლო MLS-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იგი მოთამაშის კარიერასაც დაამთავრებს. ინტერვიუდან გამომდინარე, იგი მათ შორისაა, ვინც არ იცის, თუ რას მიუძღვნას თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი. ამჟამად დონოვანი ოჯახთან ერთად დროის გატარებასა და მოგზაურობას აპირებს („მე ბევრ ადგილას ვიყავი, თუმცა არაფერი მინახავს“). მას ბავშვების გაწვრთნა და კომენტატორად მუშაობა სურს („მე უბრალოდ ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ“). ლენდონს განათლების მიღებაც უნდა (ფსიქოლოგია, სპორტული ეკონომიკა, უცხო ენები). დონოვანი გოლფის თამაშზეც ფიქრობს.

ლენდონი აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტია. როდესაც იგი კარიერას დაასრულებს, MLS-ის ისტორიაში მის ანგარიშზე ყველაზე მეტი გოლი და საგოლე პასი იქნება. MLS-ის ხუთი საჩემპიონო ტიტული, ოთხი კონკაკაფის თასი, ორი თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება „ევერტონის“ რიგებში – ეს სწორედ ისაა, რასაც აშშ-ს ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა მიაღწია. გარდა ამისა, ლენდონმა გულშემატკივარს თასი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის კარში გოლითა და ალჟირთან გოლით დაამახსოვრა, რომლის წყალობითაც მისი ნაკრები 2010 წლის მუნდიალის 1/8 ფინალში გავიდა. შესაძლოა, იმ ქვეყანაში, რომელშიც სხვა სპორტის სახეობები გაცილებით უფრო პოპულარულია, „სოკერი“ არ განვითარდებოდა, თუ დონოვანს ასეთ შედეგი არ ექნებოდა.

უცნაურია, როდესაც იგებ, თუ რამდენად რთული ურთიერთობა ჰქონდა ამ მოთამაშეს ფეხბურთთან.

1999 წელს დონოვანი მსოფლიოს 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სულ მალე მასთან კონტრაქტი ლევერკუზენის „ბაიერმა“ მოაწერა, საიდანაც იგი თავისი სურვილით წავიდა. 2009 წელს იურგენ კლინსმანმა, რომელთანაც დონოვანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იგი „ბაიერნში“ მიიწვია. ამხანაგურ შეხვედრებში ბავარიელთა ამერიკელი ლეგიონერი კარგად გამოიყურებოდა, რასაც ოფიციალურ მატჩებზე ვერ ვიტყვით.

იგი ვარსკვლავი იყო, ხოლო როდესაც ვარსკვლავს რამე ვერ გამოსდის, ხალხი მას დასცინის. იცინოდნენ მექსიკელებიც, რომელთა კონკურენტის ლიდერი ვერ ბრწყინავდა. იცინოდა ხალხი, რომელიც თვლიდა, რომ ფეხბურთი ამერიკელთათვის შექმნილი არაა. იცინოდნენ ისინი, ვისაც სუსტი ხალხის დაცინვა უყვარს. „გაიქცა ლევერკუზენიდან, ვერ გაიბრწყინა მიუნხენში და მხოლოდ დაბალი დონის მცველებთან თამაში შეუძლია“, – ფიქრობდნენ გულშემატკივრები.

2012 წელს, მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი წლით ადრე, დონოვანმა ოთხთვიანი შვებულება აიღო, რაც დაღლილობით ახსნა: ბოლო წლებში იგი MLS-ში თამაშობდა, შემდგომ „ევერტონს“ შეუერთდა, ზაფხულში კი, ნაკრების ტურნირში მონაწილეობდა. ბევრი მას აკრიტიკებდა, ბევრმაც მას გაუგო. სამწუხაროდ, მათ შორის, ვინც მას ვერ გაუგო, იურგენ კლინსმანი აღმოჩნდა. უკვე აშშ-ს ნაკრების მწვრთნელმა იგი განვლილ ბრაზილიურ მუნდიალზე არ გამოიძახა. რა თქმა უნდა, ასეთმა ფეხბურთელმა მსგავსი ფაქტით თავისი იმედგაცრუება ვერ დამალა.
ცოტა ხნის წინ მას ჰკითხეს, თუ როგორი ურთიერთობა აკავშირებს კლინსმანთან. დონოვანმა ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა: „ეს თქვენ თვითონაც იცით“.

შესაძლოა, საქმე უბრალოდ ფეხბურთშია. იქნებ, ამ ადამიანმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე აჩვენა? კლინსმანმა სხვებზე უკეთესად იცოდა, თუ როგორი მოთამაშეები სჭირდებოდა ბრაზილიაში, ხოლო „ევერტონში“ ორი წარმატებული პერიოდი, ერთადერთი რამ იყო, რომელიც დონოვანმა ევროპულ ფეხბურთს აჩუქა.

გამორიცხული არ არის, ყველაფერი მისივე ფსიქიკის ბრალი იყოს. ინტერვიუებში ჩანს, რომ დონოვანი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავში ბევრს ეძებს. „ჩვენ ისე გვსურს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, რომ ვცდილობთ, არ დავინახოთ, თუ როგორ ცუდად გრძნობს ვინმე თავს“, – ESPN-თან მიცემულ ინტერვიუდან. შესაძლოა, ვარკსვლავის კვალობაზე, იგი ბევრს ფიქრობდა…

დღეს აშშ-ში დონოვანზე მხოლოდ კარგს ამბობენ, თუმცა მომავალში, როდესაც ხალხი მის კარიერას გაიხსენებს, შესაძლოა, კრიტიკაც არ დააკლოს. ნაკრებისთვის მან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მაგრამ გაიხსენებენ მის გამოუყენებელ მომენტებსაც. მან MLS-ი ახალ დონეზე აიყვანა, მაგრამ მის არც ისე წარმატებულ ევროპულ კარიერაზე ყოველთვის ისაუბრებენ. ამ ადამიანმა თავის ქვეყანაში სპორტის სახეობა ახალ დონეზე აიყვანა, მაგრამ მალე ამ ყველაფერს იგი წარსულში დატოვებს… არადა, ლენდონი მხოლოდ 32 წლისაა…


Viewing all articles
Browse latest Browse all 519

Trending Articles