
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არაერთხელ გვინახავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სხვებისაგან სხვადასხვა თვისებების გამო გამოირჩეოდნენ.
1. რორი დელაპის აუტები
ვერ ვიტყვით, რომ რორი დელაპს რომელიმე გრანდში უთამაშია, მაგრამ “საუთჰემპტონის”, “სანდერლენდის”, “სტოკ სიტისა” და “დერბის” ყოფილი ფეხბურთელის შესახებ გაგებული მაინც ბევრს ექნება. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელი აუტებს პირდაპირ საჯარიმოში აწვდიდა, რის შედეგადაც მეტოქის კარში მისი გუნდის მოთამაშეებს გოლი ხშირად გაჰქონდათ.
2. ჰაკან სიოდერსტიერნა – ფეხბურთელი, რომელსაც ერთი ხელი არ აქვს
მიუხედავად იმისა, რომ შვედ ფეხბურთელს ერთი ხელი სულაც არ გააჩნდა, ის მაინც კარგად თამაშობდა, კარგი ტექნიკაც გააჩნდა და გოლებიც გაჰქონდა.
3. კერლონი – “სელაპის დრიბლინგი”
ჩვეულებრივ, ფეხბურთელები მოწინააღმდეგეების მოსატყუებლად ფეხს იყენებს, თუმცა კერლონი სხვაგვარად იქცევა.
ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. კერლონი, თავის დროზე, “კიევოში”, “ინტერსა” და “აიაქსშიც” ირიცხებოდა, თუმცა ახლა, 26 წლის ფეხბურთელი იაპონიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ “ფუძიედას” ღირსებას იცავს.
4. სანდრო სილვა – საუცხოო ნახევარმცველი
“მალაგას”, “ბოტაფოგოს”, “პალმეირასისა” და “ვასკო და გამას” ყოფილი ფეხბურთელი მართლაც გამარჩეულია, რაც ვიდეოშიც კარგად ჩანს.
5. სტივ უოტსონი – ორიგინალური აუტები
რორი დელაპის მსგავსად, სტივ უოტსონი ამ სიაში აუტების ჩაწოდების გამო მოხვდა, მაგრამ “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი აუტებს საკმაოდ ორიგინალურად აწვდიდა.
6. კუატემოკ ბლანკოს ფინტი
მექსიკელი ფეხბურთელი ორიგინალურ ფინტს ხშირად იყენებდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მოტყუებასაც ახერხებდა.
7. რენე იგიტას “მორიელის დარტყმა”
კოლუმბიელი მეკარის ეს სეივი არავის დავიწყებია და ის კვლავაც აქტუალურია.