
“ნიუ იორკ რედ ბულსმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტიერი ანრი დეკემბერში კლუბს დატოვებს.
37 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ მას “ნიუ იორკ რედ ბულსთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.
ტიერი ანრი საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.