Quantcast
Channel: აშშ – MLS –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 519

რონალდომ შესაძლოა, კარიერა განაახლოს

$
0
0
Ronaldo

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რონალდო კარიერის განახლებასთან ახლოს არის. კერძოდ, საუბარია ამერიკულ “ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსში” თამაშზე, რომლის მფლობელიც ბრაზილიელი თავადვე გახლავთ.

აღნიშნული კლუბი 2006 წელს დაარსდა და მეორე დივიზიონში ასპარეზობს. ბრაზილიური წყაროების ცნობით, 38 წლის რონალდო მოედანზე შესაძლოა, უახლოეს დღეებში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ კარიერა 2011 წელს დაასრულა. ბრაზილიელი თავდამსხმელი კარიერის მანძილზე “კრუზეიროს”, “პსვ ეინდჰოვენის”, “ბარსელონას”, მილანის “ინტერის”, მადრიდის “რეალის”, “მილანისა” და “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 352 გატანილი გოლია.


Viewing all articles
Browse latest Browse all 519

Trending Articles